თამაშგარე

13:23 | 18.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჟურნალისტებმა ვან პერსის ცოლიც გააბრაზეს

ნიდერლანდელი ფეხბურთელის, რობინ ვან პერსის ექსმოდელი მეუღლე ბუჩრა დურინი აღშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, რომ ერთ-ერთმა ბრიტანულმა ”ყვითელმა” გამოცემამ მას ხუმრობით “ბოტოქსის ქალბატონი” უწოდა და ქვეყანას ამცნო, რომ ქალბატონი ბუჩრა ბოტოქსის შესაძლებლობებით ხშირად სარგებლობდა.
ბუჩრა დურინი იმუქრება, რომ ჟურნალსაც და სტატიის დამწერ ჟურნალისტსაც ცილისწამების გამო სასამართლოში უჩივლებს და ფინანსურ კომპენსაციასაც მოითხოვს. სხვათა შორის, ბოლო დროს ბრიტანელი ჟურნალისტები ბოტოქსის მომხმარებელი ცნობილი ქალების “მხილების” ერთგვარ კამპანიას აწყობენ და ვან პერსის ცოლიც მათი ყურადღების ცენტრში ალბათ ამიტომ მოექცა.
ალექს ფერგიუსონის შეგირდის ცოლი ინგლისში მართლაც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალია და მასზე ბრიტანულ მედიაში ხშირად იწერება ხოლმე. მაგრამ გასაკვირია, ასე ძალიან რამ გააბრაზა ვან პერსის ცოლი. თუკი ის ბოტოქსს მართლა არ ხმარობს, მაშინ წესით ასე ძალიანაც არ უნდა გაბრაზებულიყო, თუმცა ვინ იცის...
 

0.238401