თამაშგარე

12:16 | 16.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჟურნალისტებმა თეო უოლკოტის სატრფოს წარსული ამოქექეს

როგორც ინგლისური ბულვარული გამოცემა, “სანი“ წერს, ინგლისელი ფეხბურთელის, თეო უოლკოტის სატრფო - მელანი სლეიდი, სანამ თეოს გაიცნობდა, თურმე სტრიპტიზ-ბარში ცეკვავდა და ნარკოტიკების რეალიზატორებთან იყო დაკავშირებული. ეს მაშინ, როდესაც მშვენიერი მელანის მამა ლონდონში ცნობილი ბიზნესმენი კაცია და მხოლოდ მაშინ აღმოაჩინა მის ცხოვრებაში რაღაც “ისე“ რომ ვერ იყო, როდესაც თავნება ქალიშვილი სახლიდან გაექცა და ფრიად თავისუფალ ცხოვრებას მიჰყო ხელი.

თეო უოლკოტმა აღიარა, რომ მან ადრევე იცოდა მისი ამჟამინდელი სატრფო სტრიპტიზ-კლუბში რომ “ჩაუქობდა“, თუმცა როგორც თავად ამბობს, მელანის ნარკოტიკების ბიზნესთან კავშირი მისთვის სიახლეა და ფეხბურთელის აზრით, მელანი სლეიდის ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ სკანდალებზე მონადირე ჟურნალისტებმა მოუგონეს.
მელანი სლეიდის ნარკოტიკებთან კავშირი მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს ყოფილი განგსტერი, ვინმე რედ ტვიდი, რომელმაც ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ბინძურ ამბებში რამდენიმე ცნობილი ადამიანი ამხილა. მათ შორის, თეო უოლკოტის ამჟამინდელი საყვარელიც, რომელსაც ათასგვარი სკანდალები აქამდეც არ აკლდა. 
 
0.119696