ფეხბურთი

15:18 | 12.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟუნინიო კარიერის დასრულებაზე დაფიქრდა

 

“ვასკუ და გამასა” და “სანტოსის” მატჩში მიღებულმა ტრავმამ, 38 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი ჟუნინიო პერნამბუკანო კარიერის დასრულებაზე დააფიქრა. L’Equipe-ს ცნობით, “ლიონის” ყოფილი კაპიტანი მე-10 წუთზე დაშავდა და მოედანი საკაცის დახმარებით დატოვა.

“არ ვიცი, როდისმე კიდევ გავალ თუ არა მოედანზე. მაქვს კი ძალა, გამოვჯანმრთელდე და გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელი ვიყო? არ ვიცი...”, - განაცხადა ბრაზილიელმა.

რამდენადაც ცნობილია, ჟუნინიოს საზარდულის ტრავმა აქვს.

თეგებიჟუნინიო
0.05927