ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთბელმა ჟოზე მოურინიუმ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩი შეაფასა.
ლონდონელებმა სტამბოლში “გალათასარაისთან” გამართული მატჩი ფრედ 1:1 დაასრულეს.
“თურქული ფეხბურთი ძალიან ემოციურია. “გალათასარაი” დიდი კლუბია დიდებული ფეხბურთელებით და ამიტომ, იოლი შეხვედრა არ გვქონია. პირველ ტაიმში ინტრიგის მოკვლა შეგვეძლო. არ ვაკრიტიკებ თავდამსხმელებს, მაგრამ მათ ჰქონდათ მომენტები, რომლებიც აუცილებელია, რომ გოლად აქციო. ეს ბევრ რამეს შეცვლიდა” - განაცხადა მოურინიუმ.
საპასუხო მატჩი სამი კვირის შემდეგ, 18 მარტს ინგლისში შედგება.