ლონდონის “ჩელსის” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ იმ მიზეზებზე ისაუბრა, რომელიც მისი აზრით კამერუნელ ფორვარდ სამუელ ეტო’ოს ძველ დონეზე თამაშის საშუალებას არ აძლევს.
“ეტო’ო დღეს საუკეთესოდ არ გამოიყურებოდა, მაგრამ როდესაც რამდენიმე წელი თამაშობ ჩემპიონატში, სადაც მოტივაცია არცთუ ისეთი მაღალია, მერე ძნელდება ძველ დონეზე დაბრუნება. შესაძლოა, ის რუსეთში სპორტული მიზნებით არ წასულა და თამაშისადმი მადა დაკარგა. როდესაც ასეთი რამ გემართება, გარკვეული დრო გჭირდება თამაშის სურვილი კვლავ რომ დაგიბრუნდეს” - განაცხადა მოურინიომ.
“ანჟიდან” “ჩელსიში” გადასვლის შემდეგ, 32 წლის ფეხბურთელმა ორი სრული თამაში ჩაატარა, მაგრამ გოლის გატანა ჯერ ვერ მოახერხა.