ძიუდო

19:07 | 31.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჟორჟოლიანმა და ოქრუაშვილმა იპონებით დაიწყეს

დღეს რიო დე ჟანეიროში ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ პირეველობაში მამაკაცებს შორის მედლების ბოლო ორი კომპლექტი გათამაშდება. ჩემპიონ-პრიზიორები 100 და +100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. ტატამზე საქართველოს ნაკრების ორი წევრიც გავიდა და ორივემ კარგად დაიწყო.

მძიმე წონაში სატურნირო ბადეში სულ 31 ძიუდოისტი ჩაეწერა და შესაბამისად, ტურნირი პირდაპირ მეთექვსმეტედფინალით დაიწყო. ადამ ოქრუაშვილმა სამოელ დერეკ სუას ადვილად სძლია – ჯერ პირველსავე წუთზე ვაზარი შეუსრულა, საფინალო სირენამდე ერთი წუთით ადრე კი ბეჭებზეც დააგდო.

მერვედფინალში ქართველი მძიმეწონოსანი პოლონელ მაციეჟ სარნაცკისთან ვაზარზე დავარდა, მაგრამ სულ რამდენიმე წამში მოწინააღმდეგეს ეფექტური იპონი შეუსრულა.

ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) საქმეში მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო, კამერუნელ სტეფან ომბიონგნოსთან შეხვედრით და მეტოქეს სამ წუთში ოთხი შიდო მიაღებინა.

მერვედფინალში ჟორჟოლიანი ფრანკ სირილ მარეს დაეჭიდება, ოქრუაშვილი კი მეოთხედფინალში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონ რუსს, ალექსანდრ მიხაილინს. 

 

 

0.108931