“ბენფიკამ” პორტუგალიის ჩემპიონატში შინ 1:0 სძლია “გიმარაეშს” და მატჩის გმირი მოგებულთა მწვრთნელი ჟორჟე ჟესუსი გახდა. შეხვედრა რომ დასრულდა, “ბენფიკას” ფანი სტადიონზე გადმოხტა, რაც პოლიციას არ მოეწონა, ჟესუსმა კი ბოლომდე დაიცვა.
მწვრთნელი პოლიციელებს საშუალებას არ აძლევდა, ბიჭს აგრესიულად მოქცეოდნენ, საამისოდ კი მუშტების ამუშავებაც დასჭირდა.
ფანი მაინც გაიყვანეს პოლიციელებმა, მაგრამ ჟესუსმა ის მოიკითხა და როცა უთხრეს, რომ შინ იმყოფებოდა, მხოლოდ მაშინ დამშვიდდა.
http://www.youtube.com/watch?v=nURqcQmlKHU#t=63