ესპანეთის ეროვნული ნაკრების მარცხენაფლანგელ ჟორდი ალბას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აქვს და არაა გამორიცხული, ჰოლანდიის ეროვნულ გუნდთან მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი გამოტოვოს. ამის შესახებ მადრიდული გამოცემები იუწყებიან.
საქმე ისაა, რომ კატალონიის “ბარსელონას” მცველმა სალვადორის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში (2:0) კოჟრით (“მაზოლით”) ითამაშა და გაიღიზიანა. ჟორდი ალბას წინ სამედიცინო შემოწმება ელის.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატში 13 ივნისს, ჰოლანდიის ნაკრებთან მატჩით ჩაერთვება.