მერაბ ჟორდანიამ ჰოლანდიური საფეხბურთო კლუბის არნემის “ვიტესის” გენერალურ დირექტორს იოსტ დე ვიტს მოუბოდიშა. ამის შესახებ ჰოლანდიური პრესა იუწყება. რამდენიმე დღის წიათ, დე ვიტმა განაცხადა, რომ “ვიტესის” ყოფილი მფლობელი მას თითების დაჭრით ემუქრებოა, ამის გამო, ჟორდანიას არნემელთა სტადიონზე და საწვრთნელ ბაზაზე მისვლა სამი წლით აუკრძალეს.
“ნება მომეცით გითხრათ, რომ თუ მას მართლა შეეშინდა, სერიოზულად გული მწყდება. მომხდარით არ ვამაყობ” – ციტირებს ჰოლანდიური მედია ქართველს.
ჟორდანია განსაკუთრებით იმითაა იმედგაცრუებული, რომ გუნდს ჩემპიონობაზე უარის თქმა “ჩელსის” ფაქტორის გამო მოუწია:
“ბევრი რამ ისე არ ხდებოდა და გუნდის წინააღმდეგ იყო მიმართული. შემდეგ, ჩემში რაღაც ჩაწყდა. ნაწყენი არ ვარ, უფრო იმედგაცრუებული ვარ”.
ჰოლანდიის პოლიციამ ჟორდანია დაკითხა, რის შემდეგ, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიციაში ფინჯანი ყავა გემრიელად მიირთვა.
ასევე, ჟორდანია “ვიტესის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარით ბერტ როეტერტითაა იმედგაცრუებული, რომელსაც მეგობრად მიიჩნევდა. მისი განცხადებით, როეტერტმა მხარი არ დაუჭირა.