როგორც იცით, ჰოლანდიური ერედივიზიონის გასულ ტურში "ვიტესმა" ამსტერდამის "აიაქსს" ბოლო წუთზე გაუტანა გადამწყვეტი გოლი და 1:0 იმარჯვა. ვაკო ყაზაიშვილის გოლმა არნემელებს დიდი სიხარული მოუტანა და კლუბის ყოფილი მფლობელი მერაბ ჟორდანიაც ჩავიდა გასახდელში. მან ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან ერთად გაიზიარა სიხარული.
"ვიტესის" მწვრთნელმა პეტერ ბოშმა აღნიშნა, რომ ჟორდანიას მიმართ მუდამ მადლიერი იქნება. ის ხომ სწორედ ჟორდანიამ წამოიყვანა "ჰერაკლესიდან":
"მას მოსწონდა ჩემი მუშაობის სტილი "ჰერაკლესში". "ვიტესშიც" იმავე შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ, თუმცა აქ გაცილებით კარგი შემსრულებლები არიან და შედეგიც უკეთესია" – აღნიშნა ბოშმა.