მერაბ ჟორდანია ჰოლანდიურ საფეხბურთო კლუბ არნემის “ვიტესს” საბოლოოდ დაემშვიდობა.
მიმიდინარე სწლის ოქტომბრის ბოლოს ჟორდანიამ, რომელიც მანამდე კლუბის მფლობელი იყო, აქციათა საკონტროლო პაკეტი რუს მილიარდელ ალექსანდრ ჩიგრინსკის მიჰყიდა. ეს უკანასკნელი 2010 წლიდან ისედაც “ვიტესის” მთავარი დამფინანსებელი იყო და კლუბის მმართველობა ხელში საბოლოოდ თავად აიღო. ამის მიუხედავად, ჟორდანია “ვიტესის” დირექტორთა საბჭოს თავჯდომარედ რჩებოდა, მაგრამ ჰოლანდიური მედიის ინფორმაციით, სამშაბათს ეს თანამდებობაც დატოვა და ბერტ ტუტერტმა შეცვალა.
ქართველის მიერ გავრცელებული განცხადებით თანახმად, “ვიტესს” ცვლილებები სჭირდება და რუტერტი სწორედ ის ადამიანია, ვინც კლუბს წინსვლაში დაეხმარება, რადგან იქ არსებულ ვითარებას შიგნიდან იცნობს.
ჰოლანდიური მედიის ცნობით, “ვიტესში” ჟორდანიას საბოლოოდ წასვლის მიზეზებს არ აკონკრეტებნ. თუმცა, ჰოლანდიელი ჟურნალისტები რამდენიმე ვერსიას ასახელებნ, რომლის გამო ქართველი და არნემული კლუბი გაიყარნენ. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ისაა, რომ ჟორდანიამ დასახული მიზანი ვერ შეასრულა. კერძოდ, 2010 წლის აგვისტოში, როდესაც იგი კლუბის მფლობელი გახდა, განაცხადა, რომ 3 წლის შემდეგ, არნემელები ჩემპიონის ტიტულს ან მინიმუმ ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებდნენ.
გარდა ამისა, კლუბის ყოფილი მეპატრონის მიერ განხორციელებული ინვესტიციები ყოველთვის გამართლებული არ იყო. მილიონები დაიხარჯა იმ ფეხბურთელების შეძენაზე, რომლებიც შემდეგ “ვიტესისთვის” არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენდნენ. ამასთანავე, კლუბში 3 წლის მანძილზე 6 მწვრთნელი შეიცვალა. პლუს ბევრი ფული დაიხარჯა სხვადასხვა მოთამაშეების მენეჯერებზე.
ბერტ რუტერტმა თავისი წინამორბედი შეაქო და თქვა, რომ ჟორდანიამ კლუბის მშენებლობას კარგი საფუძველი ჩაუყარა. მისი აზრით, ქართველმა “ვიტესი” უფრო მაღალ დონეზე აიყვანა. ასევე, ჟორდანიას სახელს უკავშირდება კლუბისთვის ულტრათანამედროვე სატრენაჟორო კომპლექსის აშენება. ჰოლანდიური პრესა არც იმას ივიწყებს, რომ ჟორდანია გუნდის მოთამაშეებში და “ვიტესის” გულშემატკივრებში ძალიან პოპულარული იყო.