მერაბ ჟორდანია ჰოლანდიაში “ჰერაკლეს”-“ვიტესის” მატჩს დაესწრო, შემდეგ კი არნემელთა ტრავმირებული ნახევარმცველი თეო იანსენი მოინახულა. როგორც იცით, ჟორდანია “ვიტესის” მფლობელი და პრეზიდენტი აღარ გახლავთ, თუმცა ჰოლანდიური პრესა აღნიშნავს, რომ ეს კლუბი ძალიან უყვარს და ინტერესდება მათი საქმეებით.
“ვიტესი” “ჰერაკლესთან” გასვლაზე 2:0-ს იგებდა, თუმცა 2:2-ს დასჯერდა. გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და ასევე, სასტარტოში იყო ვაკო ყაზაიშვილიც, რომელიც შეხვედრის დასრულებამდე 3 წუთით ადრე გიორგი ჭანტურიამ შეცვალა.
“ვიტესი” პირველ ადგილზეა, თუმცა დღეს “აიაქსი” “როდას” თუ მოუგებს, ქულებით გაუთანაბრდება.