ფეხბურთი

15:23 | 2.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟორდანია: "მე ჰოლანდიის ჩემპიონობა მსურდა, მაგრამ "ჩელსის" პოლიტიკა ამას კრძალავს"

 

მერაბ ჟორდანიამ რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ "ჩელსის" პოლიტიკა არნემის "ვიტესის" ჰოლანდიის ჩემპიონობას კრძალავს. "ვიტესის" ყოფილმა მფლობელმა ჰოლანდიურ De telegraaf-ს უთხრა, რომ გასულ სეზონში არნემის კლუბს შეეძლო ჩემპიონობის მოპოვება, მაგრამ "ჩელსიმ" არ მისცა ნება, რადგან ეს "არისტოკრატების" ინტერესებს ზიანს მიაყენებდა...

"ჩელსი" და "ვიტესი" რომ მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან, ეს ყველამ იცის. ლონდონური კლუბიდან 4 ფეხბურთელი იჯარითაა "ვიტესში" გადასული, წინა წლებში კი მათი რაოდენობა უფრო მეტიც იყო.   

ჟორდანია: "მე ჰოლანდიის ჩემპიონობა მსურდა, მაგრამ "ჩელსი" ამას არ დაუშვებდა. ამბიციები კარგია, მაგრამ ჩვენ გვითხრეს, რომ "ვიტესი" ჩემპიონთა ლიგაში ვერ ითამაშებდა "ჩელსისთან" ერთად".

"ჩელსიმ" ოფიციალური განცხადება გააკეთა ჟორდანიას სიტყვებზე: "არნემის კლუბი დამოუკიდებელია და საერთოდ, ამ თემაზე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებთ".

აქვე, "ვიტესის" განცხადებაც: "თქმა იმისა, თითქოს "ჩელსი" "ვიტესის" ჩემპიონობას კრძალავდეს, საპირველაპრილო ხუმრობას უფრო ჰგავს და მეტს არაფერს. სპორტში საშეჯიბრო ელემენტები განსაკუთრებულ როლს თამაშობს. როგორც სხვა კლუბებს, "ვიტესსაც" ნებისმიერი მატჩისა და ტურნირის მოგება სურს, სადაც კი გამოდის".

ჰოლანდიის ფეხბურთის ასოციაცია (KNVB) ამ საკითხის გამოძიებას აპირებს. ჩინოვნიკებს სურთ შეიტყონ, მართლა იძულებული იყო "ვიტესი" "ჩელსის" ბრძანებები შეესრულებინა თუ არა.

0.146888