ფეხბურთი

6:00 | 20.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟონასმა „ვალენსია“ მარცხისგან იხსნა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონში დარჩენისთვის მებრძოლა „ოსასუნამ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და 3 ქულასთანაც ახლოს იყო, მაგრამ სასურველი ანგარიშის ბოლომდე შენარჩუნება ვერ მოახერხა. მე-19 წუთზე, ორიოლ რიერამ მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა და პამპლონელები წინ გაიყვანა.

ტაბლოზე „ოსასუნასთვის“ სასურველი ანგარიში იყო დაფიქსირებული და „ღამურებს“ ისღა დარჩენოდათ, შეეტიათ. ვალენსიელებმა ქულის გადარჩენა 82-ე წუთზე მოახერხეს - ბრაზილიელმა ჟონასმა თავისი შანსი გამოიყენა და ანგარიში 1:1 გახადა.

სან სებასტიანის „სოსიედადი“ „ესპანიოლთან“ მატჩში მარცხდებოდა, მაგრამ 3 ქულის მოპოვება მაინც მოახერხა. ჯონ კორდობამ კატალონიელები წინ გაიყვანა, მაგრამ სერხიო კანალესის ეფექტურმა დარტყმამ ტაბლოზე საყაიმო ანგარიში მალევე დააფიქსირა. უნდა ითქვას, რომ ესპანელს გოლში რიკოშეტიც დაეხმარა. სან სებასტიანელებმა გამარჯვების გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანეს - კარლოს ველა მეტოქის საჯარიმოში ბრწყინვალედ შევიდა და მეკარე უშანსოდ დატოვა.

ფრედ დაასრულა თავისი მატჩი მეორე ვალენსიურმა კლუბმა „ლევანტემაც“. ვალენსიელებმა „ხეტაფეს“ უმასპინძლეს. მატჩი უგოლოდ - 0:0 დასრულდა.

 

პამპლონა. „ელ სადარი“. 17000

ოსასუნა - ვალენსია 1:1 (1:0) 

ოსასუნა: ფერნანდესი, ბერტრანი, ფლანიო, არიბასი, დამია, სეხუდო (სანხურხო 71), სილვა, ლოე, დე ლას კუევასი, ტორესი (არმენტეროსი 79), რიერა (აკუნია 87).

მწვრთნელი: ხავი გრასია

ვალენსია: გუაიტა, მატიე, პერეირა, ვეზუ (პიატი 76), ბერნატი, კეიტა, პარეხო, ფეგული (ჟონასი 58), კარტაბია, ალკასერი, ვარგასი (არაუჟო 66).

 წვრთნელი: ხუან ანტონიო ტოროხა პიცი

გოლი: 1:0 რიერა (19), 1:1 ჟონასი (82)

გაფრთხილება: ტორესი (21), დამია (45), სილვა (67) - კეიტა (56), მატიე (74)

კარში დარტყმა: 9 (3) – 13 (1) ჯარიმა: 16 - 13 კუთხური: 4 - 9 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 37% - 63% სეივი: 0 – 2

 

ვალენსია. „სიუდად დე ვალენსია“. 15000

ლევანტე - ხეტაფე 0:0

ლევანტე: ნავასი, ნავარო (ელ-ადუა 26), ხუანფრანი, ლოპესი, ვინტრა, დიოპი, სიმანი, კსუმეტრა (ელ-ზჰარი 71), გარსია, კასადესუსი (დიავარა 58), ბარალი.

მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

ხეტაფე: სეზარი, რუანო, ლოპესი, ესკუდერო, ლოპესი, როდრიგესი, ლეონი (კასტრო 61), ლასენი, სარაბია (ვალერა 82), მარიკა (სამირი 70), კოლუნგა.

 წვრთნელი: კოზმინ კონტრა

გაფრთხილება: ხუანფრანი (19), სიმანი (39), კსუმეტრა (52), ბარალი (67) - რუანო (27), სარაბია (51), ესკუდერო (56)

გაძევება: რუანო (81)

კარში დარტყმა: 11 (2) – 9 (4) ჯარიმა: 24 - 18 კუთხური: 3 - 4 თამაშგარე: 0 - 4 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 4 – 2

 

სან სებასტიანი. „ანოეტა“. 20300

სოსიედადი - ესპანიოლი 2:1 (1:1)

სოსიედადი: ბრავო, ანსოტეგი, გონსალესი, დე ლა ბელია, სალდუა, ჩორი კასტრო (ერვიასი 75), ბერგარა, პარდო, კანალესი (სურუტუსა 84), აგირეჩე (სეფეროვიჩი 75), ველა.

მწვრთნელი: ჰაგობა არასატე

ესპანიოლი: კასილია, სიდნეი, კოლოტო, ფუენტესი, ლოპესი (როდრიგესი 85), სანჩესი, ლანსაროტე (სიმაუ 46), ლოპესი, გარსია, სტუანი, კორდობა (პიცი 78).

 წვრთნელი: ხავიერ აგირე

გოლი: 0:1 კორდობა (23), 1:1 კანალესი (31), 2:1 ველა (90)

გაფრთხილება: პარდო (90) - სანჩესი (39)

კარში დარტყმა: 19 (8) – 8 (3) ჯარიმა: 10 - 19 კუთხური: 12 - 2 თამაშგარე: 3 - 2 ბურთის ფლობა: 66% - 34% სეივი: 2 – 6

0.176727