ბრაზილიელი მოდელი ჟიზელ ბიუნდჰენი ცნობილ ტოპ-მოდელთა შორის ერთ-ერთი უმდიდრესია და როგორც ბულვარული მედიის წარმომადგენლები წერენ, მისი ქონება დაახლოებით 120 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც ჟიზელს ცხოვრებისეულ სრულ თავისუფლებას ანიჭებს.
ჟიზელს თურმე ჩოგბურთი ყვარებია ნამეტნავად და მისი ოცნებაა, რომ ცნობილ ჩოგბურთელებს დაუახლოვდეს და სპორტის ამ სახეობაში მოღვაწეთა შორის გაერიოს. ჟიზელ ბიუნდჰენი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში საჩოგბურო კორტებზეც ხედავენ ხოლმე, თუმცა ის კი ვერ დაადგინეს, რომელი ჩოგბურთელი მოსწონს განსაკუთრებულად.
ცნობილ მოდელებს “ყვითელი“ ჟურნალისტები გამუდმებით იმას უკიჟინებენ, რომ მდიდარ სპორტსმენებს ფულის გამო უკოტრიალდებით სარეცელშიო. ჟიზელის შემთხვევაში კი ეს ბრალდება რბილად რომ ვთქვათ უადგილო იქნება, რადგან ამ ქალბატონს არც ფული აკლია და არც პოპულარობა.