ლონდონის “არსენალის” ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ საკუთარ გუნდს უახლოეს მატჩში დაეხმარება.
27 წლის ფორვარდმა ქუსლი “ნიუკასლთან” გადაიბრუნა, რის გამოც “კარდიფთან” და “ტოტენჰემთან” შეხვედრებისთვის განაცხადშიც არ იყო. მიუხედავად ამისა, მისი ტრავმის სიმძიმე სერიოზული არ აღმოჩნდა.
“ჟირუ გაცივდა და “ტოტენჰემთან” მატჩი ამის გამო გამოტოვა. ვფიქრობთ, ის შემდეგ შეხვედრაში დაგვიბრუნდება” - განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა.
“მეთოფეები” მომდევნო მატჩს 13 იანვარს, “ასტონ ვილას” წინააღმდეგ გამართავენ.