„პარი სენ ჟერმენს“ ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად მოცდა კიდევ მინიმუმ ერთი კვირა მოუწევს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც „მარსელმა“ „ბასტიას“ სძლია. ხვალ რომ პარიზელებმა მოიგონ, „მარსელს“ ჩემპიონობის შანსები მაინც დარჩება. რა თქმა უნდა, მხოლოდ თეორიული.
ელი ბოპის გუნდს 3 ქულა ანდრე-პიერ ჟინიაკის დუბრლმა მოუტანა. 27 წლის თავდამსხმელმა ანგარიში მე-12 წუთზე გახსნა. საჯარიმოს წინა ხაზთან, მან, ცრუ მოძრაობით, ერთი მეტოქე მოატყუა და სიზუსტეზე გათვლილი დარტყმით, ეფექტური გოლი გაიტანა. სანამ ანგარიში გათანაბრდებოდა, მასპინძლებს გატანა კიდევ 2-ჯერ მართებდათ, მაგრამ ორივე შემთხვევაში, „ბასტიას“ კარი ხარიხამ იხსნა.
მე-2 ტაიმის დაწყებიდან ერთი წუთიც არ იყო გასული, როდესაც ძლიერი შორეული დარტყმით, ტაუვინმა ანგარიში გაათანაბრა.
დიდი უპირატესობის მიუხედავად, „მარსელმა“ მეტოქე მხოლოდ შეხვედრის მიწურლს გატეხა. 81-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში შეჭრილმა ჟინიაკმა მახვილი კუთხიდან გაიტანა.
5-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა „ლილმა“, რომელიც ევროტურნირების საგზურისთვის იბრძვის. რუდი გარსიას შეგირდები „ტულუზასთან“ დამარცხდნენ, რომელსაც ბოლო 4 მატში მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა აღებული.
საფრანგეთის ჩემპიონატში, შაბათი დღე მასპინძლებისა იყო. ერთადერთი სტუმარი გუნდი, რომელმაც ქულა აიღო, „აიაჩოა“. ალბერ ემონის შეგირდებმა, რომლებიც უმაღლესში დარჩენისთვის იბრძვიან, „რეიმსს“ არ მოაგებინეს.
ბოლო 3 თამაშიდან მე-2 მოიგო ლიგა ერთში დარჩენისთვის მებრძოლმა კიდევ ერთმა გუნდმა, „ტრუამ“, რომელმაც უშუალო კონკურენტ „ევიანს“ სძლია.
მარსელი-ბასტია 2:1 (1:0)
მარსელი, “ველოდრომი” 36687
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა, აბდალა, ნ’კულუ, მენდესი, მორელი, რომაო, ბარტონი, ამალფიტანო (სუგუ 62), ვალბუენა, ჯ. აიუ (კადირი 82), ჟინიაკი.
მწვრთნელი: ელი ბოპი.
ბასტია (4-4-2): ლანდრო, სიონი, მარშალი (შოპლინი 65), არეკი, პალმიერი, ტაუვინი, კაუზაკი (ანგულა 80), ფატი (საბლი 14), როტენი, მოდესტე, მაულიდა.
მწვრთნელი: ფრედერიკ ანტცი.
გოლები: 1:0 ჟინიაკი (12), 1:1 ტაუვინი (46), 2:1 ჟინიაკი (81).
გაფრთხილება: პალმიერი 49.
მსაჯი: სებასტიან მორეირა.
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 13 (10)-4 (3), კუთხური: 13-4, თამაშგარე: 4-2, სეივი: 2-6, ჯარიმა: 11-12.
ტრუა-ევიანი 1:0 (0:0)
ტრუა, “ობი” 17086
ტრუა (4-3-3): ტურამ-ულიენი, კოლინი, რინკონი, ბრეშე, ნ’საკალა, კამარა (ნივე 60), ოტონი, ენზა იამისი, ფოსურიე (კამუსი 68), იატარა (ბაებეკი 74), დარბიონი
მწვრთნელი: ჟან ფურლანი
ევიანი (4-4-2): ლაკე, ჯეჯე, მონგონგუ, ბეტაო, ლაკე (დურანი 60), ბერიგო, რაბიუ, სორლინი, ბარბოსა (ტიე ბი 74), ადნანი (ნინკოვიჩი 63), საგბო
მწვრთნელი: პასკალ დუპრაზი
გოლი: 1:0 ბაებეკი (78)
გაფრთხილებები: იატარა 43, ნივე 68 - ბერიგო 58, ბარბოსა 70, საგბო 90
მსაჯი: ბართოლომო ვარელა
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 9 (2)-8 (3), კუთხური: 3-3, თამაშგარე: 5-2, სეივი: 2-1, ჯარიმა: 14-12.
სოშო-ლორიანი 1:0 (1:0)
მონბელიარი, “ოგუსტ ბონალი”
სოშო (4-4-2): პუპლინი, კორშია, კანტი, კარლაო (ლოპი 22), რუსილონი, ნოგეირა, პეიბერნი, დუბაი (დიასი 37), ბუდებუზი, პრივა, სიო (კონტუ 79)
მწვრთნელი: ერიკ ელი
ლორიანი (4-4-2): ლეკომტი, პედრინიო, ბურილონი, კონე, ბაკა, ოტრე (სუნუ 69), ლემინა (რეალი 73), ჟუფრე, ბართელმი, კონე (მონე-პაკე 60), ალიადიერი
მწვრთნელი: კრისტიან გურკუფი
გოლები: 1:0 პრივა (31)
გაფრთხილებები: ლოპი 24 - ბაკა 84
მსაჯი: მიკაელ ლეზაჟი
ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 7 (3)-10 (8), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 2-2, სეივი: 7-2, ჯარიმა: 12-11.
მონპელიე-ბრესტი 2:1 (1:1)
მონპელიე, “ლა მოსონი” 16074
მონპელიე (4-2-3-1): ჟურდრენი, კონგრი, მეზაგე, ილტონი (დაბო 60/მარტინი 90), ბედიმო, სტამბული, ესტრადა, კაბელა, ბელჰანდა (მუნიე 46), უტაკა, კამარა
მწვრთნელი: რენე ჟირარი
ბრესტი (4-1-4-1): ტებო, მენდი, მარტიალი (ლეჟონი 19), კანტარი, ფერაჯი, მაკონდა, რასპენტინო, სისოკო, გრუჟი (შაფნი 50), ლეზუამიე, ბენშოპი (აიტე 69)
მწვრთნელი: სორენტინ მარტინსი
გოლები: 1:0 ესტრადა (11), 1:1 რასპენტინო (19), 2:1 კამარა (74, პენ)
გაფრთხილებები: ესტრადა 64 - ლეზუამიე 16, მაკონდა 41, რასპენტინო 72
მსაჯი: ჟან სეილო
ბურთის ფლობა: 49%-51%, დარტყმა: 7 (5)-6 (2), კუთხური: 8-4, თამაშგარე: 3-3, სეივი: 1-3, ჯარიმა: 12-18.
რეიმსი-აიაჩო 1:1 (1:1)
რეიმსი, “ოგუსტ დელონი” 16842
რეიმსი (4-1-4-1): აგასა, მანდი, ტაკალფრედი, ვებერი, სინიორინო, კრიშოვიაკი, გლომბარი (ფორტე 57), დევო, სუარე, აიტე (დე პრევილი 70), კურტე (ფოვერჟი 77)
მწვრთნელი: უბერ ფურნიე
აიაჩო (4-2-3-1): ოჩოა, შალმე, პულარი, ზუბარი, საადი (ბეჟორჟი 80), მოსტეფა, ლასნე, ოლიეში (ანდრე 53), კავალი (დიარა 74), ბელგაზუანი, მუტუ
მწვრთნელი: ალბერ ემონი
გოლები: 0:1 მუტუ (24), 1:1 მანდი (36)
გაფრთხილებები: სინიორინო 8, აგასა 64 - ბელგაზუანი 55, კავალი 72, ოჩოა 90+2
მსაჯი: ამაური დელერუ
ბურთის ფლობა: 57%-43%, დარტყმა: 16 (9)-6 (4), კუთხური: 8-8, თამაშგარე: 0-0, სეივი: 3-7, ჯარიმა: 10-10.
ტულუზა-ლილი 4:2 (2:1)
ტულუზა, “მუნისიპალი” 14202
ტულუზა (4-1-4-1): აჰამადა, აკპა აკპრო, კაპუე, აბდენუ, ორიე, ერმაში, ბრაატენი, დიდო, რაბიო, სილა (სირიექსი 69), ბენ იედერი (ბენ ბაზატი 85)
მწვრთნელი: ალენ კაზანოვა
ლილი (4-3-3): ელანა, ბერია, შეჯუ, ბაზა, დინე, მარტინი (პედრეტი 59), მავუბა (ბრუნო 81), გუეიე, როდელინი (დე მელო 66), კალუ, პაიე
მწვრთნელი: რუდი გარსია
გოლები: 1:0 ბენ იედერი (20), 2:0 დიდო (32), 2:1 ბაზა (38), 2:2 კალუ (48), 3:2 ბრაატენი (55), 4:2 ბენ ბაზატი (89)
გაფრთხილებები: ერმაში 38, ორიე 75
მსაჯი: ტონი შაპრონი
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 13 (10)-9 (7), კუთხური: 3-6, თამაშგარე: 3-0, სეივი: 5-6, ჯარიმა: 24-16.