ფეხბურთი

16:49 | 2.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჟესუსი "ბენფიკასთან" გაახანგრძლივებს

ლისაბონის "ბენფიკას" პრეზიდენტის ლუის ფილიპე ვიეირას განცხადებით, კლუბის მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟესუსი კლუბთან კონტრაქტს უახლოეს მომავალში გაახანგრძლივებს.

"სანამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს ევროპული გუნდები ჟესუსს წინადადებით მიმართავენ და დაიწყება ჭორები, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ უახლოეს მომავალში შევხვდებით და კონტრაქტს გავახანგრძლივებთ." _ განაცხადა კლუბის პრეზიდენტმა.

პორტუგალიურ გრანდში დარჩენის სურვილი თავად ჟესუსსაც სურს. 59 წლის სპეციალისტს კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა "ბენფიკას" ეროვნული ჩემპიონატი ორჯერ მოაგებინა, ხოლო ევროპის ლიგის ფინალში ზედიზედ ორჯერ გაიყვანა, თუმცა ორივე შემთხვევაში ვერცხლის მედალს დასჯერდა.

 

გიორგი ბალახაძე

0.122772