ამჟამად იტალიის “რომაში“ მოთამაშე კოტ დივუარელი ფორვარდი, ჟერვინიო ევროპის არაერთ ქვეყანაში და ქალაქშია ნამყოფი და ნათამაშები, მაგრამ როგორც თავად ამბობს, რომმა განსაკუთრებულად მოხიბლა და სამუდამოდ საცხოვრებლადაც სწორედ იტალია აირჩია.
ჟერვინიოს რომში არამხოლოდ ქალაქის ხედები მოსწონს, არამედ განსაკუთრებულად იტალიის თბილი კლიმატი და მეგობრული ხალხი აღაფრთოვანებს. გარდა ამისა, კოტ დივუარელი ფორვარდი ასევე ამბობს, რომ იტალიაში ცხოვრება შედარებით იაფია, ვიდრე ინგლისსა და საფრანგეთში.
ჯერჯერობით ჟერვინიოს ცოლი არ ჰყავს და ქალების მიმართაც მეტად თავშეკავებული კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს. ორი წლის წინ თანამემამულე მეგობარი გოგო ჰყავდა, თუმცა ამჯერად მასაც არ ხვდება და როგორც ჩანს, ერთღამიანი რომანებითაც იოლად გადის.