ქუთაისის “ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელის, ჟერარდ სარაგოსა მულეტმა, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში, ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენწისყრის შედეგი შეაფასა და ავსტრიულ შეკრებაზე ისაუბრა.
“რაც შეეხება ევროპის ლიგაში ჩვენს მეტოქეს, სლოვაკეთის „ჟილინა“ საკმაოდ ძლიერი და დიდი ევროპული გამოცდილების მქონე გუნდია. მიუხედავად ამისა, “ტორპედოს” მიზანი გამარჯვება და გულშემატკივრების გახარებაა. ჩვენს გუნდს შესწევს იმის ძალა, რომ პირველი ეტაპი გაიაროს.
შეკრებაზე ჩატარებული ამხანაგური თამაშები მნიშვნელოვანი იყო. უნდა გვენახა, თუ რამდენად იყვნენ ფეხბურთელები მზად, როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად, ამიტომ, მათი უმრავლესობა გამოვცადეთ. გასულ მატჩებში ნათლად გამოჩნდა ჩვენს თამაშში ხარვეზები, რაც ბუნებრივია, რადგან გუნდმა ასეთი შემადგენლობებით პირველად ითამაშა.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ გუნდი ერთ ოჯახად ყალიბდება. იმედია, გაწეული სამუშაო დაგვიფასდება და დროის სიმცირის მიუხედავად, 4 ივლისისთვის სათანადოდ ვიქნებით მზად”, - განაცხადა „ტორპედოს“ თავკაცმა.
ფოტო fctorpedo.ge