სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა უეფას პრეზიდენტის მიშელ პლატინის წარმომადგენელი ჟან-ფრანკო დომერგი მიიღო.
დომერგი თანმხლებ პირთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სტუმრობს და სპორტის მინისტრსაც შეხვდა. მისი ვიზიტის მიზანია, რომ ქართულ მხარეს გააცნოს პროექტი, რომელიც მიზნად ახალგაზრდა მოთამაშეებისა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ისახავს. ხსენებული პროექტი უახლოეს ხანში ასტანაში გასამართ კონფერენციაზე დამტკიცდება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, დომერგმა სპორტის მინისტრს უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “ბარსელონასა” და “მანჩესტერ სიტის” საპასუხო მატჩზე დასასწრები მოსაწვევი გადასცა.
სპორტის სამინისტროს პრესსამსახურის ფოტო