ლეგენდარული ბრაზილიელი თავდამსხმელის, მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონ ჟაირზინიოს აზრით, ბრაზილიის ამჟამინდელ ნაკრებში ვარსკვლავების ნაკლებობა თვალშისაცემია.
“1970 წელს ჩვენი გუნდი სულ ვარსკვლავებით იყო დაკომპლექტებული. ერთადერთი ნაკრები ვიყავით მსოფლიოში, რომლის ძირითადი შემადგენლობის ნახევარს ათი ნომრით მოთამაშე ფეხბურთელები შეადგენდნენ. ბრწყინვალე შემტევ ფეხბურთს ვაჩვენებდით. ახლა სხვა დროა, ფეხბურთიც შეიცვალა, მაგრამ იმის თქმა მაინც შეიძლება, რომ დღეს ბრაზილიურ ფეხბურთს ვარსკვლავები აკლია” – განაცხადა ჟაირზინიომ.