ფეხბურთი

0:58 | 31.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

„იუვეს“ მე-2 მარცხი და შეწყვეტილი სარეკორდო სერია

„იუვენტუსმა“ სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში მეორედ, ხოლო 2014 წელს პირველად წააგო. ანტონიო კონტეს გუნდი უქულოდ ნეაპოლში გამართულ მატჩში დარჩა. წაგების მიუხედავად, ტურინული გუნდი მდევრებს მაინც დიდი სხვაობით უსწრებს. „ბებერ სინიორასა“ და მე-2 ადგილზე მყოფ „რომას“ შორის სხვაობა 11 ქულაა.

„ნაპოლისთან“ მატჩში „იუვეს“ დისკვალიფიცირებული კარლოს ტევესი არ ჰყავდა, რაც გუნდს დაეტყო - კონტეს შეგირდების შეტევებს სიმწვავე აკლდა. ამას ვერ ვიტყვით „ნაპოლიზე“, რომელსაც თამაშის სტარტზე 2 ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა და რომ არა ჯანლუჯი ბუფონის შესანიშნავი თამაში, ანგარიში 37-ე წუთამდე გაიხსნებოდა.

რაფაელ ბენიტესის გუნდმა პირველი გოლი დამხმარე არბიტრის შეცდომის წყალობით გაიტანა. ლორენცო ინსინიეს გადაცემის შემდეგ, ხოსე კალიეხონი თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ ესპანელის გოლის მაინც ჩაითვალა.

79-ე წუთზე, ბენიტესმა მოედანზე დრის მერტენსი შეუშვა, რომელმაც მწვრთნელს იმედები გაუმართლა. 81-ე წუთზე, ბელგიელმა შემტევმა მარკიზიოს ორთაბრძოლა მოუგო, რასაც მისი საჯარიმოში შესვლა და ბუფონისგან მარჯვენა ქვედა კუთხეში ზუსტად დარტყმა მოჰყვა. მერტენსი პირველი ბელგიელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც „იუვენტუსს“ სერია A-ში 21-ე საუკუნეში გაუტანა.

ნეაპოლში გამართულ მატჩში, „იუვენტუსის“ სარეკორდო სერია შეწყდა. ტურინელებს გოლი სერია A-ს ბოლო 43 თამაშში ჰქონდათ გატანილი.

მიმდინარე გათამაშებაში კარის მშრალად შენახვა მეცხრამეტედ მოახერხა „რომამ“, რომელსაც ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ ერთხელ, 2003-04 წლების სეზონში ჰქონდა. 10 წლის წინათ, „ჯალოროსიმ“ გოლი 20 თამაშში არ გაუშვა.

31-ე ტურში, რუდი გარსიას გუნდი ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „სასუოლოს“ ეწვია. შეხვედრაში 2 ერთმანეთის მსგავსი გოლი გავიდა. ორივე შემთხვევაში, მასპინძლებმა ბურთი საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს დაკარგეს და სტუმრებმა ამით ისარგებლეს. მე-16 წუთზე, ნაინგოლანის გადაცემა დესტრომ გამოიყენა, ხოლო მე-6 დამატებულ წუთზე, ტოტის პასით ბასტოსმა გაიტანა.

3 ქულა აიღო მე-2 რომაულმა გუნდმაც, რომელიც ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლას განაგრძობს. „ლაციომ“ „პარმას“ დაძაბულ მატჩში სძლია. დედაქალაელები 2-ჯერ იგებდნენ, მაგრამ 3 ქულის ასაღებად მათ მაინც კანდრევას მიერ 93-ე წუთზე გატანილი გოლი დასჭირდათ. 17-მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ, „პარმასთვის“ ეს იყოს ზედიზედ მე-2 თამაში, რომელშიც „ჯვარსოსნები“ უქულოდ დარჩნენ.

გოლის გატანა ზედიზედ მე-2 თამაშში ვერ მოახერხა „ფიორენტინამ“, თუმცა, ფლორენციელებმა, ამჯერად, 1 ქულა აიღეს. ვინჩენცო მონტელას გუნდი „სამპდორიას“ ეწვია. გოლის გატანის არაერთი კარგი შანსი ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ანგარიში არ გახსნილა.

პირველი ტაიმის ბოლოს 10 კაცით დარჩენის მიუხედავად, მოიგო „ვერონამ“, რომელსაც წინა 5 თამაშში მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა აღებული. მანდორლინის შეგირდები დონადელის შორეული დარტყმით დაწინაურდნენ, ხოლო შეხვედრის მიწურულს თავი დუბლით ლუკა ტონიმ გამოიჩინა.

 

სასუოლო-რომა 0:2 (0:1)

რეჯო ემილია, “ჩიტა დელ ტრიკოლორე” 12000

სასუოლო (4-3-3): პეგოლო, გაცოლა, მენდესი, კანავარო, ლონგი, ბიონდინი (ძაძა 62), ჩიბსა, მისიროლი, ბერარდი (ფარიასი 81), ფლოკარი (მასუჩი 75), სანსონე.

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.

რომა (4-3-3): დე სანკტისი, ტოროსიდისი, ბენატია, კასტანი, რომანიოლი, ნაინგოლანი, დე როსი, პიანიჩი (ტადეი 73), ფლორენცი, დესტრო (ტოტი 79), ჟერვინიო (ბასტოსი 85).

მწვრთნელი: რუდი გარსია.

გოლები: 0:1 დესტრო (16), 0:2 ბასტოსი (90+6).

გაფრთხილებები: მენდესი 69 - რომანიოლი 70.

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.

ბურთის ფლობა: 39%-61%, დარტყმა: 9 (2)-15 (4), კუთხური: 7-5, თამაშგარე: 4-3, სეივი: 2-2, ჯარიმა: 14-8.

 

ტორინო-კალიარი 2:1 (1:0)

ტურინი, “ოლიმპიკო” 17000

ტორინო (3-4-3): პადელი, მაქსიმოვიჩი, გლიკი, ბოვო, ბაშა (ფარნერუდი 80), კურტიჩი, ვივესი, დარმიანი, ჩერჩი (ვესოვიჩი 90+1), ელ კადური (ტაჩციდისი 84), მეჯორინი.

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.

კალიარი (4-3-2-1): ავრამოვი, პიზანო, როსეტინი, ასტორი, აველარი, ეკდალი, კონტი, ერიკსონი (ვეჩინო 57), იბრაიმი (კოსუ 79), კაბრერა (იბარბო 46), ნენე.

მწვრთნელი: დიეგო ლოპესი.

გოლები: 1:0 ელ კადური (45), 2:0 ჩერჩი (71), 2:1 ნენე (77).

გაფრთხილებები: მეჯორინი 36 - ეკდალი 37, როსეტინი 85.

მსაჯი: დინო ტომაზი.

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 17 (5)-9 (1), კუთხური: 6-0, თამაშგარე: 7-0, სეივი: 0-3, ჯარიმა: 9-17.

 

სამპდორია-ფიორენტინა 0:0

გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 22000

სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა, დე სილვესტრი, მუსტაფი, გასტალდელო (ფორნასიერი 76), ბერარდი, პალომბო, კრსტიჩიჩი (რენანი 81), გაბიადინი, სორიანო, ედერი, ლოპესი (ოკაკა 68)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.

ფიორენტინა (4-3-2-1): ნეტო, კუადრადო, დიაკიტე, სავიჩი, ტომოვიჩი, ფერნანდესი (ამბროზინი 78), აკვილანი, ვალერო, ვოლსკი (ვარგასი 59), ილიჩიჩი (რიდერი 70), მატრი.

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.

გაფრთხილებები: ბერარდი 19, ოკაკა 89 - სავიჩი 30, ვოლსკი 33, დიაკიტე 90, რიდერი 90+4.

მსაჯი: კარმინე რუსო.

ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 20 (7)-16 (4), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 1-3, სეივი: 4-7, ჯარიმა: 20-15.

 

ვერონა-ჯენოა 3:0 (1:0)

ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” 21000

ვერონა (4-3-3): რაფაელი, კაჩატორე, მორასი, მარკესი, ალბერტაცი, სალა (დონატი 80), დონადელი, ჰალფრედსონი (აგოსტინი 90), იტურბე (მაიეტა 69), ტონი, მარკინიო.

მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.

ჯენოა (4-3-3): პერინი, მოტა (კონატე 75), დე მაიო, მარკეზე, ანტონელი, სტურარო (ფეტფაციდისი 60), ბერტოლაჩი, დე ჩელიე (კალაიო 54), სენტურიონი, ჯილარდინო, სკული.

მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.

გოლები: 1:0 დონადელი (35), 2:0 ტონი (88), 3:0 ტონი (90+4).

გაფრთხილებები: ალბერტაცი 11, კაჩატორე 37 - სტურარო 59, ბერტოლაჩი 70.

გაძევება: ალბერტაცი 45.

მსაჯი: დომენიკო ჩელი.

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 15 (6)-12 (3), კუთხური: 7-8, თამაშგარე: 3-0, სეივი: 3-3, ჯარიმა: 10-17.

 

ლაციო-პარმა 3:2 (1:1)

რომი, “ოლიმპიკო” 33000

ლაციო (4-2-3-1): მარკეტი, კონკო, ბიავა, ნოვარეტი (სიანი 11), რადუ, კანა (კეიტა 66), ონაზი, კანდრევა, მაური (პოშტიგა 86), ლულიჩი, კლოზე.

მწვრთნელი: ედოარდო რეია.

პარმა (4-3-3): მირანტე, კასანი, ლუკარელი, ფელიპე, გობი (მოლინარო 79), აკვა (მუნარი 70), მარკიონი, პაროლო, სკელოტო (პალადინო 68), კასანო, ბიაბიანი.

მწვრთნელი: რობერტო დონადონი.

გოლები: 1:0 ლულიჩი (15), 1:1 ბიაბიანი (26), 2:1 კლოზე (67), 2:2 სიანი (81, ს.კ.), 3:2 კანდრევა (90+3).

გაფრთხილებები: კანა 35, ონაზი 43, რადუ 71, კანდრევა 89 - ლუკარელი 47, ფელიპე 64, კასანო 66.

მსაჯი: ანტონიო დამატო.

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 16 (6)-15 (3), კუთხური: 8-2, თამაშგარე: 4-1, სეივი: 1-3, ჯარიმა: 17-15.

 

ნაპოლი-იუვენტუსი 2:0 (1:0)

ნეაპოლი, “სან პაოლო” 42000

ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, ენრიკე, ფერნანდესი, ალბიოლი, გულამი, ინლერი, ჟორჟინიო, კალიეხონი (ჯემაილი 89), ჰამშიკი (მერტენსი 79), ინსინიე, იგუაინი (პანდევი 74).

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.

იუვენტუსი (3-1-4-2): ბუფონი, კასერესი, ბონუჩი, კიელინი, პირლო, ლიხტშტაინერი, ვიდალი, პოგბა (მარკიზიო 61), ასამოა (ისლა 53), ოსვალდო (ვუჩინიჩი 70), ლიორენტე.

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

გოლები: 1:0 კალიეხონი (37), 2:0 მერტენსი (81).

გაფრთხილებები: ინლერი 35, ენრიკე 63 - ლიხტშტაინერი 54, ბონუჩი 58, ვიდალი 90+3.

მსაჯი: დანიელე ორსატო.

ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 13 (7)-9 (2), კუთხური: 7-4, თამაშგარე: 2-5, სეივი: 2-5, ჯარიმა: 7-10.

0.209045