ფეხბურთი

10:30 | 29.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვეს” მანოლასი მოუნდა

ათენის “ოლიმპიაკოსისა” და საბერძნეთის ნაკრების მცველმა კონსტანტინოს მანოლასმა შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს. Sky Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 23 წლის ფეხბურთელის შეძენით ტურინის “იუვენტუსი” დაინტერესდა და უკვე “ოლიმპიაკოსს” ოფიციალური განცხადებითაც მიმართა. ბერძნები ტრანსფერს 12 მილიონ ევროდ აფასებენ.

საბერძნეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში კონსტანტინოს მანოლასმა 25 თამაში ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. მსოფლიოს ჩემპიონატზე კი თავისი ნაკრების ოთხივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

0.115968