ფეხბურთი

20:24 | 22.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იუვეს” 30 ათასი ევრო აკმარეს

ტურინის “იუვენტუსი”, გულშემატკივრების მხრიდან გამოვლენილი რასიზმის გამო, 30 ათასი ევროთი დაჯარიმდა.

კვირას, “იუვენტუსსა” და “მილანს” შორის გამართული მატჩის დროს, “იუვენტუს სთედიუმზე” შეკრებილი გულშემატკივრები კევინ-პრინს ბოატენგის მისამართით რასისტულ გამონათქვამებს არ იშურებდნენ. გარდა ამისა, ტრიბუნებზე მრავლად იყო ბანერები, რომლებიც მარიო ბალოტელის შეურაცხყოფას რასისტულ ნიადაგზე აყენებდა.

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ფეხბურთში რასიზმის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლაა გამორიცხული, იყო მოლოდინი, რომ “იუვენტუსი” საშინაო არენის ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯებოდა, მაგრამ იტალიური ფეხბურთის მმართველმა პირებმა ტურინელებს მხოლოდ 30 ათასი ევროთი დაჯარიმება აკმარეს.

თეგებიიუვენტუსი
0.132306