იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” მადრიდის “რეალის” ფეხბურთელების - ფაბიო კოენტრაუს, ანხელ დი მარიასა და ალვარო მორატას შეძენით დაინტერესდა.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, “ბებერი ქალბატონის” მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს ამ სამეულის საკუთარ გუნდში ხილვა სურს და დიდი ალბათობით, ტრანსფერებზე მუშაობა ზაფხულში დაიწყება.
მომავალი სეზონისთვის “იუვენტუსი” მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგებას ისახავს და გუნდის გაძლიერებაზე ზრუნვაც ამითაა განპირობებული. გარდა ამისა, მას სათამაშო სქემის - 3-5-2-ის შეცვლა სურს 4-3-3, ან 4-2-3-1-ზე და ამისათვის შესაბამისი ფეხბურთელები სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ტურინული კლუბის გენერალური დირექტორი ბეპე მორატა რამდენიმე დღის წინ მადრიდს სტუმრობდა.