ტურინის “იუვენტუსის’” გენერალური დირექტორი ბეპე მაროტა არ მალავს, რომ კლუბის ხელმძღვანელობას ნახევარმცველ პოლ პოგბასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს. ამის შესახებ თავად მაროტამ განუცხადა აპენინურ მედიას.
“პოგბას უკვე ვუთხარით, რომ მისი დარჩენა გვსურს და კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვფიქრობთ. მას კიდევ ერთხელ უნდა შევხვდეთ და გარკვეულ ციფრებზე მოვილაპარაკოთ. წინსვლა ერთად უნდა განვაგრძოთ.
პოლი ჭკვიანია და იცის, რომ ტურინში პროფესიონალური პლანით განვითარება შეუძლია. ვფიქრობ, პოგბა ჩვენს წინადადებაზე უარს არ იტყვის”, - განაცხადა მაროტამ.
რამდენადაც ცნობილია, “პარი სენ-ჟერმენი” და მადრიდის “რეალი” 21 წლის პოგბაში 70 მილიონ ევროს იხდიან.