ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულმა ალვარო მორატამ იტალიურ კლუბში ვარჯიში და ტრავმის მიღებაც მოასწრო. Tuttosport-ის ცნობით, 21 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა მუხლი იტკინა და მწყობრში ჩასადგომად მინიმუმ 40 დღე დასჭირდება.
ექიმები ზუსტ დიაგნოზს და შესაბამისად, რეაბილიტაციისთვის საჭირო ვადას სავარაუდოდ დღეს დაასახელებენ. შეგახსენებთ, ალვარო მორატა “იუვენტუსმა” მადრიდის “რეალისგან” 20 მილიონ ევროდ შეიძინა.