თითქმის 3-თვიანი შესვენების შემდეგ, ნიკოლა ანელკა ტურინის “იუვენტუსს” უბრუნდება და “ბებერ სინიორასთან” ერთად ჩემპიონობის აღსანიშნად ემზადება.
ანელკა, რომელიც “იუვენტუსში” იანვარში გადავიდა, 16 თებერვლის შემდეგ უქმადაა. ამის მიზეზი ტრავმა იყო. იტალიაში გადაბარგების შემდეგ, 34 წლის ფეხბურთელმა მხოლოდ 2 მატჩის ჩატარება მოასწრო. თუმცა. ფრანგი შემტევი გამოჯანმრთელდა და “იუვენტუსის” განაცხადშიც მოხვდა. კვირას, ტურინელები “პალერმოს
უმასპინძლებენ და არწაგების შემთხვევაში, ჩემპიონობას ოფიციალურად გაიფორმებენ.
ნიკოლა ანელკას გარდა, გუნდს უბრუნდება მაურისიო ისლა, რომელიც, ასევე ტრავმის გამო, 10 აპრილის შემდეგ უთამაშებელია.