ფეხბურთი

18:14 | 2.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” სტურარო იყიდა

ტურინის “იუვენტუსმა” “ჯენოას” 21 წლის ნახევარმცველი სტეფანო სტურარო შეიძინა.

“ბებერი სინიორას” ცნობით, ახალგაზრდა შუახაზელის ტრანსფერი 5.5 მილიონი დაჯდა. ამ თანხის გადახდა მომდევნო 3 წლის განმავლობაში მოხდება. ფეხბურთელის წარმატებით თამაშის შემთხვევაში, ტრანსფერის ღირებულება კიდევ 3.5 მილიონით გაიზრდება.

სტურარომ “იუვენტუსთან” 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მომდევნო სეზონს ის კვლავ “ჯენოაში” გაატარებს.

სტეფანო სტურარო “ჯენოას” პირველ გუნდში გასულ სეზონში გამოჩნდა. სერია A-ში ჩატარებულ 16 თამაშში მან 1 გოლი გაიტანა და თანაგუნდებს 2-ჯერ გაატანინა.

0.118656