ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ კლუბის ხელმძღვანელობას ანაზღაურების გაზრდა მოსთხოვა, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.
სადღეისოდ, იტალიელის წლიური ანაზღაურება 3 მილიონი ევროა. არცთუ სახარბიელო ფინანსური მდგომარეობის გამო, “ბებერმა სინიორამ” ნახევარმცველს მოთხოვნა ვერ შეუსრულა.
ცნობისათვის, მარკიზიოს შეძენით “მანჩესტერ იუნაიტედი” და “მონაკო” არიან დაინტერესებულნი.