ფეხბურთი

18:52 | 7.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსმა” კომანის ტრანსფერი დაადასტურა

ტურინის “იუვენტუსმა” ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველის, კინგსლი კომანის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

დაახლოებით ერთი კვირაა ვრცელდება ინფორმაცია, რომ 18 წლის შემტევმა ნახევარმცველმა “პარი სენ ჟერმენთან” კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა და მან არჩევანი “იუვენტუსზე” შეაჩერა. ამის მიუხედავად, ტურინელეს პსჟ-სთან შეთანხმება მართებდათ და საბოლოოდ ასეც მოხდა. “იუვენტუსის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კომანმა ტურინელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

კინგსლი კომანი “პარი სენ ჟერმენში” 2004 წლიდან ირიცხებოდა. 2013-14 წლებში, პარიზელთა პირველი გუნდის მაისურით, მან 4 თამაში ჩაატარა.

0.127834