223-ე „იტალიური დერბის“ წინ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, „იუვენტუსი“ „ინტერთან“ გასამართი მატჩის გამოკვეთილი ფავორიტი იყო და ტურინელებმა მოლოდინები გაამართლეს, სძლიეს რა მილანელებს 3:1.
ტურინში გამართულ მატჩს ორივე გუნდი დანაკლისით შეხვდა. მასპინძლებს დისკვალიფიცირებული ბუფონი არ ჰყავდათ, ხოლო სტუმართა განაცხადში, ტრავმირებული კამბიასოს გარდა, „იუვენტუსში“ კინაღამ გადასული ფრედი გუარინი და „ნერაძურის“ ახალწვეული ერნანესი ვერ მოხვდნენ.
თამაში „იუვენტუსის“ უპირატესობით დაიწყო და ასეც წარიმართა. ტურინელთა აქტიურობამ პირველი შედეგი მე-15 წუთზე მოიტანა. საჯარიმოში შეჭრილ ლიხტშტაინერს პირლომ ისეთი გადაცემა გაუკეთა, რომლის გაფუჭებაც არ შეიძლებოდა და შვეიცარიელმა მარჯვენაფლანგელმა, ზუსტი თავურით, ანგარიში გახსნა.
მე-2 ტაიმის დაწყებიდან 10 წუთი იყო გასული, როდესაც „იუვენტუსი“ უკვე 3:0 იგებდა. ტურინელებმა 2 გოლი ერთმანეთის მსგავს სიტუაციებში გაიტანეს. „ინტერის“ ფეხბურთელებმა ბურთის მოგერიება ვერ მოახერხეს, ხოლო მეტოქის საჯარიმოში არსებული არეულობით ჯერ კიელინიმ ისარგებლა და შემდეგ ვიდალმა.
71-ე წუთზე, „ინტერის“ პორტუგალიელმა მცველმა, როლანდომ ერთი ბურთი გაქვითა და „ინტერი“ განადგურებისგან იხსნა, მაგრამ ამან „იუვენტუსს“ „იტალიურ დერბიში“ მეასედ მოგებაში ხელი ვერ შეუშალა.
დღის სენსაცია ბერგამოში დაფიქსირდა. „ატალანტას“ მიერ „ნაპოლის“ ძლევა განსაკუთრებულ სენსაციათა კატეგორიას არ უნდა მივაწეროთ, მაგრამ ნეაპოლელთა კარში 3 უპასუხო ბურთის გასვლა მოულოდნელი ნამდვილად იყო.
მე-2 ტაიმის დასაწყისში ანგარიში დენისმა გახსნა, რომელმაც რეინას შეცდომით ისარგებლა. ოციოდ წუთში, ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით, არგენტინელმა დუბლი გაიფორმა, ხოლო 70-ე წუთზე, მისი გადაცემით მორალესმა ისარგებლა.
გუნდის სათავეში ედოარდო რეიას მისვლის შემდეგ კვლავ წაუგებელია „ლაციო“, რომელიც ყოველ მე-2 თამაშს იგებს. რომაელებმა, ცუდ ფორმაში მყოფ „კიევოსთან“ გასვლით მატჩში, ახალგაზრდა თავდამსხმელის, ბალდე კეიტას კარგი თამაშის წყალობით იმარჯვეს. 18 წლის ფეხბურთელმა ჯერ კანდრევას გაატანინა, შემდეგ კი, საჯარიმოს წინა ხაზიდან დარტყმით, მეტოქის კარი თავადაც აიღო.
„სასუოლოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა ალბერტო მალეზანის, რომელიც თავის ყოფილ გუნდთან დამარცხდა. „ვერონასთან“ გამართულ შეხვედრაში მალეზანიმ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეძენილი შვიდი ფეხბურთელი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა, ხოლო პაოლო კანავაროს, მატეო ბრიგისა და სერჯიო ფლოკარის ახალი გუნდის მაისურით დებიუტო ჰქონდათ.
„ვერონამ“ ანგარიში „სასუოლოს“ ახალწვეულის, ტომას მანფრედინის ავტოგოლით გახსნა. 86-ე წუთზე, ლუკა ტონიმ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და მე-2 დამატებულ წუთზე ანტონიო ფლორო ფლორესის მიერ გატანილ გოლს აზრი დაეკარგა.
საინტერესო ბრძოლა გაიმართა გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს შორის. „კატანიასა“ და „ლივორნოს“ შორის გამართული დაპირისპირების პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო შესვენების შემდეგ გუნდებმა ერთმანეთს სამ-სამჯერ გაუტანეს. სტუმრებმა ანგარიშში დაწინაურება 3-ჯერ მოახერხეს, მაგრამ ისინი მაინც ქულას დასჯერდნენ.
კვირას იტალიაში კიდევ ერთი თამაში უნდა გამართულიყო, მაგრამ „რომასა“ და „პარმას“ დაპირისპირება, უამინდობის გამო, მე-10 წუთზე შეწყდა. იმ დროისთვის, ანგარიში გახსნილი არ იყო.
სასუოლო-ვერონა 1:2 (0:0)
რეჯო ემილია, “ჩიტა დელ ტრიკოლორე”
სასუოლო (3-1-4-2): პეგოლო, მანფრედინი, კანავარო, მენდესი, როზი, ბიონდინი, მარონე (სანსონე 60), ბრიგი, ციგლერი, ბერარდი, ფლოკარი (ფლორო 77).
მწვრთნელი: ალბერტო მალეზანი.
ვერონა (4-3-3): რაფაელი, კაჩატორე, მორასი, მარკესი, ალბერტაცი, რომულო, ჩირილიანო (დონადელი 61), ჰალფრედსონი (მარკინიო 88), იტურბე, ტონი, იანკოვიჩი (ტალები 83).
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი.
გოლები: 0:1 მანფრედინი (50, ს.კ.), 0:2 ტონი (86), 1:2 ფლორო (90+2).
გაფრთხილებები: მენდესი 66, ბიონდინი 69 - იტურბე 44, ტონი 73, დონადელი 90+2.
მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი.
ბურთის ფლობა: 52%-48%, დარტყმა: 12 (2)-13 (1), კუთხური: 6-5, თამაშგარე: 1-1, სეივი: 0-1, ჯარიმა: 13-19.
კიევო-ლაციო 0:2 (0:1)
ვერონა, “მარკ ანტონიო ბენტეგოდი” 12000
კიევო (3-1-4-2): პუჯონი, ფრეი, დაინელი (კანინი 18), სეზარი, რიგონი, სარდო, ბენტივოლიო (პელისიე 62), ჰეტემაი (რადოვანოვიჩი 44), დრამე, პალოსკი, ტერო.
მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.
ლაციო (3-4-3): ბერიშა, ბიავა, დიასი, რადუ, კავანდა, ბილია, ლედესმა, ლულიჩი, კანდრევა (გრეკო 90+2), კლოზე (პერეა 90), კეიტა (გონსალესი 83).
მწვრთნელი: ედოარდო რეია.
გოლები: 0:1 კანდრევა (6), 0:2 კეიტა (70).
გაფრთხილებები: რადოვანოვიჩი 64, ფრეი 74 - ბილია 61.
მსაჯი: კარმინე რუსო.
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 11 (0)-12 (6), კუთხური: 5-6, თამაშგარე: 1-0, სეივი: 4-0, ჯარიმა: 13-9.
კატანია-ლივორნო 3:3 (0:0)
კატანია, “ანჯელო მასიმინო” 14000
კატანია (3-1-4-2): ფრიზონი, ბელუსკი (ისკო 55), სპოლი, როლინი, ლოდი, პერუცი, ბარიენტოსი, რინაუდო (ალმირონი 70), ბირაგი, ლეტო (კასტრო 59), ბერგესიო.
მწვრთნელი: როლანდო მარანი.
ლივორნო (3-1-4-2): ბარდი, ჩეკერინი (ვალენტინი 70), ემერსონი, რინაუდო, ლუცი, მბაიე, ბენასი, დუნკანი, კასტელინი, პაულინიო (ბიაჯანტი 84), ემეგარა (ბელფოდილი 79).
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო.
გოლები: 0:1 ემეგარა (50), 1:1 ბერგესიო (61), 1:2 პაულინიო (71, პენ), 2:2 ბარიენტოსი (75), 2:3 ემეგარა (77), 3:3 ალმირონი (88).
გაფრთხილებები: ბირაგი 36, ბელუსკი 51, ფრიზონი 71, ალმირონი 89, ბერგესიო 90+2 - დუნკანი 20, პაულინიო 77, ბენასი 80, ემერსონი 90, მბაიე 90+2.
მსაჯი: მაურო ბერგონცი.
ბურთის ფლობა: 59%-41%, დარტყმა: 15 (6)-17 (7), კუთხური: 4-2, თამაშგარე: 1-5, სეივი: 4-3, ჯარიმა: 24-16.
ატალანტა-ნაპოლი 3:0 (0:0)
ბერგამო, “ატლეტი აძური” 14000
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, ბენალუანე, სტენდარდო, იეპესი (ლუჩინი 35), დელ გროსო, რაიმონდი, ბაზელი (ჩიგარინი 58), მილიაჩო, ბონავენტურა, მორალესი, დენისი (კაცოლა 86).
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა, მაჯო, ფერნანდესი, ალბიოლი, რევეილერი (გულამი 76), ინლერი, ჯემაილი (ჟორჟინიო 71), მერტენსი, პანდევი, კალიეხონი, საპატა (იგუაინი 58).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.
გოლები: 1:0 დენისი (47), 2:0 დენისი (64), 3:0 მორალესი (70).
გაფრთხილებები: რევეილერი 66, მერტენსი 67.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.
ბურთის ფლობა: 41%-59%, დარტყმა: 10 (3)-16 (3), კუთხური: 1-6, თამაშგარე: 4-1, სეივი: 3-0, ჯარიმა: 13-16.
იუვენტუსი-ინტერი 3:1 (1:0)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი” 38000
იუვენტუსი (3-1-4-2): სტორარი, ბარძალი (კასერესი 63), ბონუჩი, კიელინი, პირლო, ლიხტშტაინერი (ისლა 82), ვიდალი, პოგბა, ასამოა, ტევესი, ლიორენტე (ვუჩინიჩი 86).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი, კამპანიარო, როლანდო, ჟუანი, ჟონათანი (დ’ამბროზიო 58), კოვაჩიჩი (ბოტა 66), კუზმანოვიჩი (მილიტო 55), ტაიდერი, ნაგატომო, ალვარესი, პალასიო.
მწვრთნელი: ვალტერ მაცარი.
გოლები: 1:0 ლიხტშტაინერი (15), 2:0 კიელინი (47), 3:0 ვიდალი (55), 3:1 როლანდო (71).
გაფრთხილებები: პოგბა 59 - კუზმანოვიჩი 13, ალვარესი 73.
მსაჯი: ჯანლუკა როკი.
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 20 (9)-7 (2), კუთხური: 8-4, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-6, ჯარიმა: 11-13.
რომა-პარმა (შეწყდა)