ფეხბურთი

23:09 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ისლა ქპრ-ში გაანათხოვრა

ჩილეს ეროვნული ნაკრების და ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი მაურისიო ისლა, მომდევნო სეზონს პრემიერლიგაში დაბრუნებულ "ქუინზ პარკ რეინჯერსში", ერთწლიანი განათხოვრების წესით ითამაშებს. აღნიშნულ ინფორმაციას ლონდონური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ქპრ-ს მთავარი მწვრთნელი ჰარი რედნაპი ამ ტრანსფერით გახარებულია. თავად ისლამ განაცხადა, რომ პრემიერლიგა მსოფლიოში უდიდესი ჩემპიონატია და ლონდონში ყოფნით თავს ბედნიერად გრძნობს.

გასულ სეზონში ჩილელმა ნახევარმცველმა ტურინელთა მაისურით მხოლოდ 27 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემაც შეასრულა. მაურისიო ისლა "ბიანკონერი" 2012 წლის ზაფხულში გახდა და ორი სეზონის განმავლობაში 47 მატჩი ჩაატარა.

გიორგი ბალახაძე

0.153188