ფეხბურთი

11:53 | 9.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი”პოგბასთან კონტრაქტს 2019 წლამდე ახანგრძლივებს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ფრანგ ნახევარმცველ პოლ პოგბასთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყებას გეგმავს. 

21 წლის ფეხბურთელისა და იტალიური კლუბის მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2016 წლის ზაფხულში ეწურება. სატრანსფერო ბაზარზე ფრანგ ფეხბურთელზე დიდი მოთხოვნაა და ამიტომ, “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობა მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, “იუვენტუსი” პოგბას ახალ კონტრაქტს უახლოეს დღეებში შესთავაზებს, რომელიც 2019 წლამდე იქნება გათვლილი და ფრანგის ხელფასი წელიწადში 4 მილიონ ევრომდე გაიზრდება. გასულ სეზონში იტალიის სერია A-ში ჩატარებულ 36 მატჩში მან 7 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი შეძენა ყველაზე მეტად მადრიდის “რეალს” და ფრანგულ პსჟ-ს სურდა.

 

 

თეგებიპოლ პოგბა
0.116272