იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" მზადაა გუნდის ერთ-ერთ ლიდერ კარლოს ტევესს კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივოს.
30 წლის ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება 2015/16 წლების სეზონის ბოლომდე აკავშირებს.
არგენტინელი თავდამსხმელი "ბიანკონერი" 2013 წელს გახდა. მიმდინარე სეზონში მან ხუთი მატჩი ჩაატარა, გაიტანა 6 გოლი და ერთი საგოლე გადაცემაც შეასრულა.
გიორგი ბალახაძე