ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ტურინის “იუვენტუსი” მანჩესტერ სიტის” ფორვარდის – კარლოს ტევესის შეძენას აღარ ეცდება. “ბებერი სინიორას” ხელმძღვანელობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა იტალიურ პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ ტურინელები საბრძოლო მარათონში ყოფნას აღარ აპირებენ.
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტებმა ტევესის აგენტი “მილანის” ოფისში შენიშნეს. “როსონერის” ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ ეს უბრალოდ ძველი მეგობრების შეხვედრა იყო და საუბარი ტრანსფერს არ შეხებია.
გავრცელებული ინფორმაციით, “მილანი” ტევესში 10 მილიონი ევროს გადასახდელადაა მზად.