ტურინის “იუვენტუსი” “ნაპოლისგან” ხუან სუნიგას შეძენას აქტიურად ცდილობს. Sportmediaset-ის ცნობით, ტურინელები 27 წლის კოლუმბიელის სანაცვლოდ მზად არიან, ნეაპოლელებს მარტინ კასერესი დაუთმონ.
“იუვენტუსმა” “ნაპოლის” სუნიგას სანაცვლოდ ალესანდრო მატრი უკვე შესთავაზა, მაგრამ ამ ეტაპზე, ნეაპოლელთა მესაჭე რაფა ბენიტესი პასუხისგან თავს იკავებს. თუკი ესპანელი მატრიზე უარს იტყვის, “ბებერი სინიორა” კასერესს შესთავაზებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურინელებს სუნიგასთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვთ.