ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ბეპე მაროტამ დაადასტურა, რომ კლუბი “ნაპოლის” ნახევარმცველის – ხუან სუნიგას შეძენითაა დაინტერესებული.
“სუნიგა ბევრი კლუბის ინტერესთა სფეროშია. ახლა, ყველაფერი უშუალოდ “ნაპოლიზეა” დამოკიდებული. სუნიგა რაფა ბენიტესის ტაქტიკურ მონახაზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და მისი ხელში ჩაგდება რთული იქნება. რაც შეეხება მაურისიო ისლას, ის ჩვენს გუნდში დარჩება. მისი ტრანსფერის თაობაზე მოგვმართეს, მაგრამ უარით გავისტუმრეთ”, - განუცხადა მაროტამ La Gazzetta dello Sport-ს.