ტურინის “იუვენტუსმა” კატალონიის “ბარსელონას” ალექსის სანჩესის ტრანსფერის თაობაზე პირველი წინადადებით მიმართა. იტალიური მედიის ცნობით, “ბებერი სინიორა” ჩილელში 15 მილიონ ევროს იხდის.
კატალონიელები ტურინელებთან ვაჭრობას და თანხის 25 მილიონ ევრომდე აწევას ცდილობენ. თავის მხრივ, “იუვენტუსი” ჩილელში 20 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ გეგმავს.
ცნობისათვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში, სანჩესმა 34 მატჩი ჩაატარა, სადაც 19 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა.