ფეხბურთი

2:37 | 17.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ - პლიუს 12

ტურინის „იუვენტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის მოგებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა. ბოლონიაში გამარჯვების შემდეგ, „იუვემ“ უახლოეს მდევარ „ნაპოლისთან“ სხვაობა 12 ქულამდე გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული, ძნელი წარმოსადგენია, ვალტერ მაცარის გუნდმა საჩემპიონო ბრძოლაში დაბრუნება მოახერხოს.

„იუვეს“ ბოლონიაში 1998 წლის შემდეგ არ წაეგო და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები თამაშს 3-მატჩიანი მოგებათა სერიით შეხვდნენ, ფავორიტებად მაინც სტუმრები ითვლებოდნენ. გოლის გატანის რამდენიმე შანსი „ბოლონიასაც“ ჰქონდა, მაგრამ უპირატესობას „იუვე“ ფლობდა, რომელმაც დამსახურებულად იმარჯვა.

ანგარიში 62-ე წუთზე გაიხსნა. მარკიზიოს გადაცემა საჯარიმოს წინა ხაზთან, კარისკენ ზურგით მდგომმა ვუჩინიჩმა მიიღო, რასაც მონტენეგროელი ფეხბურთელის შემობრუნება და ზუსტი დარტყმა მოჰყვა. ათიოდ წუთში, ვუჩინიჩმა და მარკიზიომ ძალიან კარგი კომბინაცია გაითამაშეს, რის შემდეგაც იტალიელი ნახევარმცველი მეკარესთან პირისპირ გავიდა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

 

კატანია-უდინეზე 3:1 (0:0)

კატანია, “ანჯელო მასიმინო 14000

კატანია (4-2-3-1): ანდუხარი, ალვარესი, ლეგროტალიე, ბელუსკი, მარკეზე, ლოდი, ალმირონი (ბიაჯანტი 79), ისკო, ბარიენტოსი, კასტრო (კეკო 90+1), გომესი (დუკარა 89).

მწვრთნელი: როლანდო მარანი.

უდინეზე (3-5-2): ბრკიჩი, ანჯელა, დანილო, ბენატია (ზილინსკი 87), სილვა, მერკელი (რანეგიე 79), ალანი, ბადუ, ფარაონი (კამპოსი 59), მურიელი, პერეირა.

მწვრთნელი: ფრანჩესკო გვიდოლინი.

გოლები: 1:0 გომესი (49), 2:0 გომესი (67), 3:0 ლოდი (71), 3:1 მურიელი (81).

გაფრთხილებები: ბელუსკი 56, ალვარესი 69 - ბენატია 46.

გაძევება: პაუერი 57 (სათადარიგო).

მსაჯი: ანდრეა დე მარკო.

ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 8 (5)-11 (5), კუთხური: 1-4, თამაშგარე: 2-3, სეივი: 4-2, ჯარიმა: 16-15.

 

ბოლონია-იუვენტუსი 0:2 (0:0)

ბოლონია, “რენატო დალ არა

ბოლონია (4-2-3-1): კურჩი, გარიკსი (ხრისტოდულოპულოსი 69), ანტონსონი, ჩერუბინი, მორლეო, პერესი, ტაიდერი, კონე (ნალდო 57), დიამანტი, გაბიადინი, ჯილარდინო (მოსკარდელი 74).

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი.

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი, ბარძალი, ბონუჩი, კიელინი, პადოინი, ვიდალი (კვალიარელა 89), პირლო, მარკიზიო, პელუზო, ვუჩინიჩი (მატრი 82), ჯოვინკო (პოგბა 76).

მწვრთნელი: ანტონიო კონტე.

გოლები: 0:1 ვუჩინიჩი (62), 0:2 მარკიზიო (74).

გაფრთხილებები: ანტონსონი 28, პერესი 56, დიამანტი 65 - პელუზო 22, პადოინი 67, ვიდალი 72.

მსაჯი: მაურო ბორგენცი.

ბურთის ფლობა: 42%-58%, დარტყმა: 8 (2)-14 (6), კუთხური: 4-3, თამაშგარე: 1-5, სეივი: 4-2, ჯარიმა: 18-17.

თეგებიიუვენტუსი
0.118002