სარეკლამო ადგილი - 96
X x X
ფეხბურთი

19:20 | 19.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” ოსვალდოს გამოსყიდვას აპირებს

ინტერნეტგამოცემა Goal-ის ცნობით, “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა პაბლო ოსვალდოს თამაშით კმაყოფილია და ტურინელები 28 წლის თავდამსხმელის გამოსყიდვას აპირებენ.

ოსვალდო “საუთჰემპტონიდან” “იუვენტუსში” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, არენდით გადავიდა. “ბებერი სინიორას” მაისურით მან 8 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტურინელებს ოსვალდოს გამოსყიდვა უნდათ, მაგრამ ისინი “საუთჰემპტონის” მიერ მოთხოვნილი 19 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ. ივარაუდება, რომ კლუბებს შორის მოლაპარაკებები უახლოეს მომავალში დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.1157