თუკი ყველაფერი გეგმაზომიერად წარიმართება, ტურინული კლუბები – “იუვენტუსი” და “ტორინო” ანჯელო ოგბონას ტრანსფერს ორშაბათს ოფიციალურად გამოაცხადებენ. ამის შესახებ La Stampa იუწყება.
ჯერჯერობით, ტრანსფერის ფინანსური დეტალები, უცნობია. საგულისხმოა, რომ “ტორინოში” გადაბარგდება ჩირო იმობილე, რომლის სატრანსფერო უფლებების ნახევარს კვლავ “ბებერი სინიორა” დაიტოვებს.
მოსალოდნელია, რომ ორშაბათს, ოგბონა “იუვენტუსთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. 25 წლის მცველი წელიწადში 1.8 მილიონ ევროს მიიღებს.