ფეხბურთი

11:23 | 28.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” მორატაში 20 მილიონს იხდის

 

ტურინის “იუვენტუსი” მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ფორვარდის – ალვარო მორატას შეძენას ჯიუტად ცდილობს. იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინელებმა მადრიდელებს გაუმჯობესებული სატრანსფერო წინადადებით მიმართეს.

21 წლის ესპანელის სანაცვლოდ, “იუვენტუსი” “რეალს” 20 მილიონ ევროს სთავაზობს. ტურინელები მორატას ყიდვას დიდი ხანია ცდილობენ – ჯერ 15 მილიონს, შემდეგ კი, 18 მილიონ ევროს იხდიდნენ.

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ გათამაშებასი, მორატამ 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 8 გოლის ავტორი გახდა.

0.114478