ფეხბურთი

0:26 | 21.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" მორატას 100 მილიონ ევროდ შეელევა

   ტურინის "იუვენტუსის" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, კლუბი ესპანელ ახალწვეულ ფეხბურთელს, 21 წლის ალვარო მორატას მხოლოდ 100 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეელევა.

აქვე ისიც ხდება ცნობილი, რომ მადრიდის "რეალს" ფეხბურთელის დაბრუნება ერთი წლის შემდეგ 30 მილიონ ევროს სანაცვლოდ შეეძლება, ხოლო ორი სეზონის შემდეგ _ 36 მილიონ ევროდ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად კარგად იასპარეზებს ესპანელი ახალ კლუბში.

შეგახსენებთ, რომ მორატამ ტურინელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ახალ კლუბში 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. "იუვენტუსს" ესპანელის ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდა.

გიორგი ბალახაძე

0.124368