ფეხბურთი

18:39 | 4.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" მარსელოში 15 მილიონს იხდის

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" მცველ მარსელოსადმი ინტერესს იჩენს და ფეხბურთელის შესაძენად 15 მილიონი ევრო გამოყო.

ძნელად სავარაუდოა, მადრიდელები აღნიშნულ თანხას დასთანხმდნენ და სავარაუდოდ ფეხბურთელის ფასი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ორი დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, "მილანის" სავარაუდო მომავალი მწვრთნელი ფილიპო ინძაგი ბრაზილიელი ფეხბურთელითაა დაინტერესებული.

26 წლის მცველს "სამეფო" კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება და მხარეებს შორის მოლაპარაკება კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ჯერ არ დაწყებულა.

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში მარსელომ 28 მატჩში 1 გოლი გაიტანა და პირად აქტივს 7 საგოლე გადაცემაც შემატა.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის იანვარში "რეალმა" მარსელო ბრაზილიური "ფლუმინენსესგან" 6.5 მილიონ ევროს სანაცვლოდ იყიდა.

 

გიორგი ბალახაძე

თეგებიმარსელო
0.115789