ტურინის “იუვენტუსი” “ოლიმპიაკოსისა” და საბერძნეთის ნაკრების ცენტრალური მცველის -კოსტას მანოლასის შეძენითაა დაინტერესებული. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული Daily Star-ი იუწყება.
“იუვენტუსის” გარდა, 23 წლის მცველით ლონდონის “არსენალიც” დაინტერესდა. მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 5.3 მილიონ გირვანქას შეადგენს.
მანოლასი “ოლიმპიაკოსში” “აეკიდან” 2012 წელს გადავიდა. ამ დროის მანძილზე მან ბერძნული გრანდის მაისური 73-ჯერ მოირგო და 6-ჯერ გამოიჩინა თავი.
ირაკლი ალიმბარაშვილი