ფეხბურთი

12:33 | 19.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” ლიორენტეს სანჩესში ცვლის

ტურინის “იუვენტუსმა” კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდის – ალექსის სანჩესის შესაძენად გეგმა შეიმუშავა. კატალონიური მედიის ცნობით, “ბებერი სინიორა” 25 წლის ჩილელის ხელში ჩასაგებად მზადაა, თავდამსხმელი ფერნანდო ლიორენტე დათმოს.

ტურინელთა სპორტულმა დირექტორმა ბეპე მაროტამ სანჩესისადმი ინტერესი დაადასტურა. იტალიელებს სურთ, რომ ლიორენტე ჩილელ შემტევში გაცვალონ. რას ფიქრობს კატალონიური მხარე, ჯერჯერობით, უცნობია.

ცნობისათვის, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასულ სეზონში, სანჩესმა 34 მატჩი ჩაატარა, სადაც 19 გოლი და 11 საგოლე პასი მიითვალა.

 

0.117679