პორტუგალიურ და ბრაზილიუ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “იუვენტუსი”, “ლაციო” და “რომა” “გრემიოს” ახალგაზრდა მცველის, ბრესანის ხელში ჩაგდებას ცდილობენ.
“გრემიოს” ფინანსურად რთული პერიოდი უდგას და ივარაუდება, რომ ბრაზილიელები 20 წლის ფეხბურთელის 4 მილიონ ევროდ გაყიდვას დასთანხმდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ბრესანისთვის ბრძოლაში ფავორიტად “ლაციო” ითვლება.
მატეუს სიმონეტე ბესანელი “გრემიოში” 2013 წელს “ჟუვენტუდედან” გადავიდა, რის შემდეგაც, მან მონაწილეობა 41 თამაშში მიიღო და 1 გოლი გაიტანა.