ფეხბურთი

11:26 | 11.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” კოლაროვში 12 მილიონს იხდის

ტურინის “იუვენტუსმა” “მანჩესტერ სიტის” სერბეთის ეროვნული ნაკრების მცველ ალექსანდრ კოლაროვის სანაცვლოდ 12 მილიონი ევრო შესთავაზა.

“ბებერი ქალბატონი” დიდი ხანია დაინტერესებას იჩენს რომის “ლაციოს” ყოფილი ფეხბურთელის მიმართ და ახლა უკვე უბრალო დაინტერესებიდან კონკრეტულ საქმეზე გადასვლა გადაწყვიტა.

Football Italia-ს ცნობით, ტურინელებმა უკვე გაუგზავნეს ინგლისელებს ოფიციალური შეთავაზება. კლუბის გამოცვლის სურვილი თავად სერბსაც აქვს, რადგან უკმაყოფილოა იმ სათამაშო დროით, რომელსაც მას “სიტიში” აძლევენ. მაგალითისთვის, მან გასულ სეზონში პრემიერლიგის მხოლოდ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ჯამში მოედანზე 1049 წუთი გაატარა.

27 წლის ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას მილანის “ინტერიც” იჩენს, მაგრამ “იუვენტუსი” მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და ეს მას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს.

0.123077